თავში

Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს

Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს
Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს

28 იანვრიდან Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

შეგახსენებთ, ავიაბაზრის სპეციალისტები ავიაბილეთების გაძვირებას პროგნოზირებენ. მათი განმარტებით, ფასის მოსალოდნელი ზრდა უკავშირდება ახალ წესებს და სტანდარტს, რასაც კოვიდ-უსაფრთხოება მოითხოვს და საკმაოდ მაღალხარჯიანია. 

რაც შეეხება ფრენებს, სპეციალისტების თქმითვე, ქვეყნები ეტაპობრივად შირჩევა, პირველ რიგში, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნებია, ასევე რამდენიმე სხვა მიმართულებაც, მათ შორის შანხაი, ტოკიო და დუბაი.

ცნობისთვის, ანალიტიკოსების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე ავიაკომოპანიებს საქმიანობის დასაწყებად გარკვეული შეღავათები დასჭირდებათ. მათივე მტკიცებით, აუცილებელია, შეღავათი დაწესდეს ფრენებისთვის აუცილებელი ხარჯის შესამსუბუქებლად, საჭიროების შემთხვევაში, საწვავზე ხელმისაწვდომობაც უნდა გამარტივდეს, შემცირდეს ან გადავადდეს მოსაკრებელი და სხვა, რაც მიმდინარე ხარჯია, რომელსაც ავიაცია დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ გაუმკლავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system