თავში

ფოლადის მსოფლიო წარმოება გაიზარდა

ფოლადის მსოფლიო წარმოება გაიზარდა
ფოლადის მსოფლიო წარმოება გაიზარდა

მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ფოლადის წარმოება 3,9%-ით არის გაზრდილი და 1,391 მილიარდ ტონას შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას World Steel Association (WSA) ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირის ქვეყნებში წარმოება წლიურ გამოხატულებაში 2,8%-ით 122,494 მილიონ ტონამდეა შემცირებული. ჩრდილოეთ ამერიკაში გაზრდილია 0,3%-ით 90,62 მილიონ ტონამდე. სამხრეთ ამერიკაში კი 7,2%-ით 31,295 მილიონ ტონამდე არის შემცირებული.

აზიის ქვეყნებში კი 6,3%-იანი ზრდა ფიქსირდება, სადაც საანგარიშო პერიოდში 1 მილიარდ ტონაზე მეტი ფოლადია წარმოებული. მათ შორის ჩინეთში 8,4%-იანი ზრდაა 747,824 მილიონ ტონამდე. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კი 4,3%-იანი ზრდა ფიქსირდება და წარმოება 27,632 მილიონ ტონამდეა. ოკეანიის რეგიონში (ავსტრალია ახალი ზელანდია) კი წარმოება 5,4%-ით 4,606 მილიონ ტონამდე შემცირდა.

რუსეთში საანგარიშო პერიოდში ფოლადის წარმოება შემცირებულია 0,9%-ით 53,775 მილიონ ტონამდე, ყაზახეთში 8,5%-ით 3,09 მილიონ ტონამდე. უკრაინაში კი 3,9%-ით 16,4 მილიონ ტონამდეა გაზრდილი. რაც შეეხება აფრიკის ქვეყნებს, იქ წარმოებამ 3,5%-ით 10,451 მილიონ ტონამდე იკლო.

ცნობისთვის, 2018 წელს მსოფლიოში ფოლადის წარმოებამ 1,809 მილიარდი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 4,6%-ით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system