თავში

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კრისტალინა გეორგიევამ პირველ ოფიცილურ გამოსვლაში გლობალური ეკონომიკის შენელება დააანონსა, რისი მიზეზიც უმსხვილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო დაძაბულობაა. 


"შემდეგ კვირას ჩვენ გამოვაქვეყნებთ მსოფლიო ეკონომიკურ პერსპექტივას (World Economic Outlook), რომელიც გვიჩვენებს დაღმავალ ცვლილებებს 2019-2020 წლებში", – აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფისკალური მონიტორინგის ანგარიშის საზოგადოებისთვის გაცნობას 10 ოქტომბერს გემგავს, ასევე იგეგმება World Economic Outlook-ის გამოქვეყნება მომავალ კვირას, რომელიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც შეეხება.

კრისტალინა გეორგიევამ ყურადღება მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, მათი დამოუკიდებლობა, ქვეყნებში მყარი მონეტარული პოლიტიკის საწინდარია.

"დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკით და ფინანსური სტაბილურობით. მთელს მსოფლიოში ცენტრალური ბანკები ცდილობენ შეასრულონ თავიანთი მანდატები რთულ ვითარებაში. მათი დამოუკიდებლობა ნიშნავს მყარ მონეტარულ პოლიტიკას. ასე რომ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა უნდა შეასრულონ მათზე საზოგადოების მიერ დაკისრებული მოვალეობები და იზრუნონ, რომ განაკვეთები შეინარჩუნონ ხელმისაწვდომ ნიშნულზე", - განაცხადა გეორგიევამ.

გეორგიევამ განაცხადა, რომ ყველა წაგებულია სავაჭრო ომის დროს. სავაჭრო კონფლიქტმა 2020 წლისთვის შეიძლება, 700 მილიარდი აშშ დოლარის დაკარგვა გამოიწვიოს.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად და ვიპოვოთ გრძელვადიანი გამოსავალი სავაჭრო კონფლიქტების აღმოსაფხვრელად. ეს მოითხოვს რთულ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკურ ნებას. ასევე გვჭირდება უფრო თანამედროვე გლობალური სავაჭრო სისტემა, რათა გაიხსნას მომსახურების და ელექტრონული კომერციის სრული პოტენციალი", – აღნიშნა გეორგიევამ.

ამასთან, კრისტალინა გეორგიევამ აღნიშნა, რომ თუ გლობალური ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო მეტად შენელდება, საჭირო გახდება კოორდინირებული ფისკალური ქმედებაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system