თავში

Forbes-მა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა

Forbes-მა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა
Forbes-მა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია.

Forbes-მა მაკენზი სკოტს პირველი ადგილი მის მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგს სათავეში ზედიზედ 10 წლის განმავლობაში,  2011 წლიდან 2021 წლამდე, გერმანიის კანცლერი,  ანგელა მერკელი ედგა. წელს მან კანცლერის თანამდებობასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსიც დატოვა.

რეიტინგში მეორე ადგილს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იკავებს. მესამე ადგილზეა - ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ქრისტინ ლაგარდი. 

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ საჯარო გამოსვლების რაოდენობის შემცირებისა და სამეფო ოჯახის სკანდალის გამო 24 პოზიცია დაკარგა და 70-ე ადგილზე გადავიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system