თავში

Forbes-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქებს შორის დაასახელა

Forbes-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქებს შორის დაასახე
Forbes-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქებს შორის დაასახელა

ბათუმი, იმ საუკეთესო ევროპული ქალაქების სიაში შევიდა, სადაც ინვესტირება 2020 წელს მომგებიანი იქნება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Forbes აქვეყნებს. მის მიხედვით, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქში, არ არსებობს შეზღუდვები შენობის სიმაღლესთან დაკავშირებით. ეს კი დეველოპერების შესაძლებლობებს მაქსიმუმამდე ზრდის. 

აუთვისებელი ტერიტორიების სიმრავლის გამო, ბათუმს ინვესტორთათვის მიმზიდველ გარემოდ მოიხსენიებენ. ამასთან Forbes აღნიშნავს, რომ ბათუმი სხვა ევროპულ საზღვაო ქალაქებთან შედარებით, ლოიალური ფასებით გამოირჩევა. 2018-19 წლებში აქ 22 752 ახალი სახლი აშენდა. ამის მიზეზი კი მაღალი მოთხოვნაა. ბინის ფასი კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, 37$-ია, მყიდველების უმეტესობა კი უცხოელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system