თავში

ფოთის ახალი პორტი ტვირთბრუნვას 5 მილიონ ტონამდე გაზრდის

ფოთის ახალი პორტი ტვირთბრუნვას 5 მილიონ ტონამდე გაზრდის
ფოთის ახალი პორტი ტვირთბრუნვას 5 მილიონ ტონამდე გაზრდის

ფოთის პორტის ტერმინალის მშენებლობას OPEC 50 მილიონი დოლარით დააფინანსებს. პროეტის ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. თავისი სიდიდითა და მასშტაბურობიდან გამომდინარე OPEC - ის მიერ ეს საქრართველოსა და კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი თანადაფინანსებაა. ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. 

ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰექტარ მიწის ფართობზე. მშენებლობის ფარგლებში აკვადოარია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყლის გემების მიღება.ეს ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. 

report.ge-მ ამ ფაქტის შეფასება სპეციალისტებს სთხოვა.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ პორტების განვითარება აუცილებელია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ გამართულ ინფრასტრუქტურას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ერთიანი და კონკურენტული საფასო პოლიტიკის შემუშავება.

"თუ ტარიფი არ იქნა მისაღები, ტვირთმფლობელი შეეცდება ალტერნატიული გზები მოძებნოს საკუთარი ტვირთის გადასაზიდად. ტრანსპორტირების სიძვირეა ის უპირველესი მიზეზი,რის გამოც ვკარგავთ ტვირთებს. ის რომ ფოთში ტერმინალი კეთილმოეწყობა და მასტაბური გაბარიტების ტვირთს მიიღებს, კარგია, თუმცა მის ეფექტს მხოლოდ მაშინ იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა, თუ ტვირთებს აღარ დავკარგათ. ტვირთის მოსაზიდად კი ნავსადგურებში დაბალი ტარიფებია საჭირო," - გვითხრა ექსპერტმა.

ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი ფოთის ახალ საპორტო ინფრასტრუქტურას ცალსახად დადებითად აფასებს. მისი თქმით, 5 მილიონი ტონა ტვირთი დიდ სტიმულს მისცემს ეკონომიკას. თუ ამ პორტს, ანაკლიაც მალე შემოეშველება, საქართველო უპრობლემოდ შეძლებს, მოიპოვოს სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია რეგიონში. 

"ფოთის ახალი პორტი დიდი სტიმული იქნება ჩვენი ტვირთბრუნვის ზრდისთვის. ერთიან ტარიფზე შეთანხმება აუცილებელია და, ვფიქრობ, ეს მალე უნდა მოხდეს. აუცილებელია, დაჩქარდეს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაც. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, გავხდეთ ჰაბი რეგიონში. თუ არ ვიჩქარეთ, ამას თურქეთი ითავებს. ამ ქვეყანას აქვს ყველანაირი რესურსი ჩამოგვართვას ეს ფუნქცია და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მოვცეთ, თანაც მაშინ, როცა გეოპოლიტიკურად ბევრად მომგებიან და სტრატეგიულ ადგილას ვართ,"  - გვითხრა ცაგარეიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system