თავში

ფოთის პორტის შემოსავლები იზრდება

ფოთის პორტის შემოსავლები იზრდება
ფოთის პორტის შემოსავლები იზრდება

ფოთის პორტის მფლობელ „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შემოსავლები და მოგება ეზრდება. გაზრდილი ტვირთების ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2019 წელის შედეგები კარგი იქნება, თუმცა მანამდე კომპანიამ კომპანიამ 2018 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს კომპანიას 150 მლნ ლარის ამონაგები ჰქონდა. წლიურ ჭრილში ზრდა 11 მილიონამდეა. გაზრდილი იყო საერთო მოგება 87.8 მილიონიდან 91.8 მილიონამდე. წლის მოგება 57.8 მილიონს აღწევდა; წლის სხვა სრული შემოსავალი კი, 215.8 მილიონი იყო, 2017 წელს არსებული 55.8 მლნ ნაცვლად.

სტრატეგიულად განლაგებული ფოთის საზღვაო ნავსადგური საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგურია, რომელიც ამუშავებს თხევად და მშრალ ტვირთს, კონტეინერებსა და ბორნებს. მას 15 ნავმისადგომი აქვს, აქედან 8 იჯარით აირს გაცემული. ნავმისადგომის ჯამური სიგრძით 2,900 მეტრი.

კომპანიას გაფართოების პროექტიც აქვს შემუშავებული. პროექტი მოიცავს დამატებითი, 1,600 მეტრიანი ტალღთმტეხის, 700 მეტრიანი სანაპირო ნავმისადგომისა და 25 ჰექტარი სასაწყობე ტერიტორიის მშენებლობას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ზედსტრუქტურებით. გაფართოების პროექტი მიმართულია ორივე, ნაყარი მშრალი და საკონტეინერო ტვირთებისკენ და საშუალებას მისცემს ნავსადგურს მოემსახუროს 250 მ. საერთო სიგრძის და 13.5 მ. სიღრმის წყალშიგის მქონე გემებს და ამით ნავსადგურს საშუალებას ეძლევა გაუმჯობესებული სამომხმარებლო წინადადებების შეთავაზებისთვის უფრო დიდი ტევადობის გემებისა და ოპტიმიზირებული დამუშავების ღირებულების გამოყენებისა. პროექტის მშენებლობის დაწყების თარიღი 2020 წლის დასაწყისია, მოსალოდნელი დასრულების თარიღი 2021.

პორტის საბოლოო მფლობელი APM Terminals BV -ია, ხოლო საბოლოო მაკონტროლებელი - A.P. Moller-Maersk ჯგუფი.

წყარო: gbc.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system