თავში

ფოთის პორტმა ცვლაში კონტეინერების რეკორდული რაოდენობა გადაამუშავა

ფოთის პორტმა ცვლაში კონტეინერების რეკორდული რაოდენობა გადაამუშავა
ფოთის პორტმა ცვლაში კონტეინერების რეკორდული რაოდენობა გადაამუშავა

21 სექტემბერს “ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ერთი ცვლის განმავლობაში ორი მობილური ამწით 697 ერთეული ტვირთი (1156 TEU) დამუშავდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წუთში დაახლოებით ერთი კონტეინერი მუშავდებოდა. 

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ამ მიღწევით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა “ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ საოპერაციო გუნდის მაისის თვის რეკორდი (628 კონტეინერი).

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში არაერთი მნიშვნელოვანი საოპერაციო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მათ შორისაა ამწის პროდუქტიულობის ზრდა (ცვლის განმავლობაში გადამუშავებული კონტეინერების უკვე ორი რეკორდული რაოდენობა), გემის მოცდენების გარეშე დამუშავება და სატვირთო მანქანების მოცდენების მნიშვნელოვნად შემცირება. 

შეგახსენებთ, ფოთის პორტის რეკონსტრუქციისთვის 30 მილიონი დოლარი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გადმოირიცხა.

ფოთის პორტმა გაღრმაწყლოვანებისთვის მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო.

 „ეიპიემ ტერმინალსის“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ გასცა პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ფოთის პორტის გაფართოებასა და გაღრმაწყლოვანების პროექტზე. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს შავიზღვისპირეთში და ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნების პარალელურად, ნომერ პირველ პრიორიტეტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება რჩება.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ფოთის პორტის გაფართოებას და ყველაფერს ფოთის პორტის, ანაკლიის პორტის და შავი ზღვის სანაოსნო-ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ, გაეცანით report.ge-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system