თავში

ფოთის პორტში მშრალი ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალი ამოქმედდება

ფოთის პორტში მშრალი ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალი ამოქმედდება
ფოთის პორტში მშრალი ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალი ამოქმედდება

ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ნავმისადგომზე, მშრალი ნაყარი ტვირთების საოპერაციო წარმადობის გაზრდის მიზნით, კომპანიამ ახალი ამწეები შეისყიდა.

მშრალი ნაყარი ტვირთების გადამუშავების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Bulk Cargo Service-მა და APM ტერმინალს ფოთმა გააფორმეს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მშრალი ნაყარი ტვირთების ერთობლივი გადამუშავება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ნავმისადგომზე. 

Bulk Cargo Service-მა საპორტო მომსახურებების და ტვირთების დამუშავების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მფლობელობაში მიიღო ორი მობილური სანავსადგურე ამწე, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ”სენებოგენის“ და „ლიბჰერის“ მიერ არის ნაწარმოები და მიმდინარე წლის დასასრულამდე განთავსდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ტერმინალზე.

Liebherr A944CHD და Sennnebogen 680HMC ფოთის პორტს მისცემს საშუალებას მე-12 ტერმინალზე გადაამუშაოს დამატებით წლიურად 150 000 ტონა მშრალი ნაყარი ტვირთი და მოემსახუროს 3 000 – 5 000 ტონა ტვირთამწეობის გემებს.

სპეციალისტების შეფასებით, კოოპერირება ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების განვითარებას ფოთის პორტში და შექმნის კონკურენტულ გარემოს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მშრალი ნაყარი ტვირთების მიმოქცევას საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით.

“ჩვენი კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტებია ბაზარზე არსებული შესაძლებლობების ათვისება და საპორტო საქმიანობაში 25 წლიანი გამოცდილების საშუალებით კონკურენტული, ტვირთმფლობელებზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება“, - აცხადებს "ბალქ კარგო სერვისის" (Bulk Cargo Service) დირექტორი სერგო ბაციაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system