თავში

ნათია თურნავამ ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერა

ნათია თურნავამ ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერა
ნათია თურნავამ ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო. ნათია თურნავამ საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან მოისმინა ინფორმაცია პორტის საქმიანობისა და საკონტეინერო გადაზიდვების სტატისტიკის შესახებ.

დღეს ნათია თურნავამ, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში. 

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა და თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system