თავში

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე 1 819 427 ლარი დაიხარჯება

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე 1 819 427 ლარი დაიხარჯება
ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე 1 819 427 ლარი დაიხარჯება

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე - მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისთვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.

სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 819 427 ლარს შეადგენს.

ფოთის ცენტრალურ პარკში მრავალწლიანი, უნიკალური ჯიშების საზღვარგარეთიდან ჩამოტანასა და პარკის განაშენიანებაზე ზრუნავდა ფოთის ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე. აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ფოთის ცენტრალური პარკი ფოთელებისთვის თავშეყრის, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მთავარი ადგილი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system