თავში

ფოთს ნოემბრიდან განახლებული ავტოპარკი ექნება

ფოთს ნოემბრიდან განახლებული ავტოპარკი ექნება
ფოთს ნოემბრიდან განახლებული ავტოპარკი ექნება

ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

ფოთის მერიის ცნობით, სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ 10 ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომელსაც ქალაქი “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღებს.

ხალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას მეტად კომფორტულს გახდის.

ახალი ვტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. 

"ქალაქის ფუნქციონირებას და მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოწესრიგებული საჯარო ტრანსპორტი, როგორც სწრაფი, ეფექტური და იაფი გადაადგილების საშუალება. ფოთის საქალაქო განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო ტრანსპორტის განვითარება და მისი თანამედროვე გამოწვევებზე მორგება“, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ავტოპარკის სამშნებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "იმედი" ასრულებს.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ახალი ავტობუსი უკვე შეისყიდა.

ავტობუსები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად გადაეცემა შემდეგ ქალაქებს: გორს - 30 ავტობუსი, ზუგდიდს - 25 ავტობუსი, რუსთავს - 40 სვტობუსი, ქუთაისს - 60 სვტობუსი, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 აბტობუსი.

გარდა ავტობუსების შესყიდვისა, პროგრამა ითვალისწინებს ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.

შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და პროგრამის ჯამური ღირებულება 19 მილიონი ევროა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system