თავში

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

"ფოთში ვხსნით ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელშიც ერთდროულად 1000 სტუდენტი ისწავლის," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი 7 თვეში განხორციელდა.

"ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე. მომავალშიც ფოთმა ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს, რაც შეუძლებელია მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე. სწორედ ამიტომ აქ გაჩნდა ბათუმის 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელშიც ერთდროულად 1000 სტუდენტი ისწავლის. შეუძლებელია გადაჭარბებულად ისაუბრო იმაზე, რა მნიშვნელობა ექნება ამ სასწავლო დაწესებულებას სამეგრელოსთვის და მთლიანად საქართველოსთვის. აქ მომზადდებიან უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურები, რომლებიც დღესაც ძალიან წარმატებულად დაცურავენ მსოფლიოს სხვადასხვა ოკეანეში. ყოველწლიურად საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები ქვეყნის ბიუჯეტში დაახლოებით 140 მილიონ დოლარს რიცხავენ“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის ფოთში საზღვაო სასწავლებლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები.

სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს, უზრუნველყოფს რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორიამოეწყო. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ცენტრს დღეს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი.

ცნობისთვის, საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system