თავში

ფოთში საზღვაო სასწავლო - საწვრთნელი ცენტრი იხსნება

ფოთში საზღვაო სასწავლო - საწვრთნელი ცენტრი იხსნება
ფოთში საზღვაო სასწავლო - საწვრთნელი ცენტრი იხსნება

27 ოქტომბერს 16:45 სთ-ზე ფოთში, საზღვაო სასწავლო - საწვრთნელი ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. 

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები.

როგორც report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. 

"სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს, უზრუნველყოფს რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორიამოეწყო. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ცენტრს დღეს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი," - განუცხადეს report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის, საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system