თავში

France 5-ი საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე გადაცემას ამზადებს

France 5-ი საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე გადაცემას ამზადებს
France 5-ი საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე გადაცემას ამზადებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით France 5 საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის “France 5”-ის პოპულარულ სათავგადასავლო გადაცემას „Echappées Belles“ უმასპინძლა. 6 კაციანმა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში იმოგზაურა, ორკვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში ტელეკომპანია “France 5”-ის წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, ანანურს, ვარძიას, ბათუმს, ურეკს, მესტიას, უშგულს და ქუთაისს ეწვივნენ და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ 90 წუთიანი გადაცემა მომზადდება, რომელიც ტელეკომპანია “France 5”-ის ეთერით ივნისში გადაიცემა. 

„Echappées Belles“-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. 

France 5-ის გადამღები ჯგუფის ჩამოსვლის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოპულარულ ფრანგულ გამოცემას „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს უმასპინძლა. პრეს-ტურის შედეგად „ლე ფიგაროში“ საქართველოს შესახებ 10 გვერდიანი სტატია მომზადდება.

„სანამ საქართველოში გამოვემგზავრებოდი თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვანი ბუნებით,მდიდარი კულტურით, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით გამოირჩევა. ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურით, რეგიონებში მე ქართველ მეღვინეებს შევხვდი, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო გაქვთ, “-ამბობს France-5-ის გადაცემის წამყვანი ჟერომ პიტორინი.

ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობენ. მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს, რომლის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა და გერმანულ მედიაში ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაიწერა. მანამდე კი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, - პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system