თავში

"ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დაცულია საკუთრების უფლება - რატი ბრეგაძე

"ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დაცულია საკუთრების უფლება - რატი ბრეგაძე
ფრეიზერის ინსტიტუტის რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დაცულია საკუთრების უფლება - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, "ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგში საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა.

მისივე თქმით, "ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დაცულია საკუთრების უფლება და შექმნილია ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ.

"ფრეიზერის ინსტიტუტის" მსოფლიო ეკონომიკური ინდექსის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა მუშობს ეფექტიანად, საქართველოში დაცული არის საკუთრების უფლება და შექმნილია ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. ამგვარი დაწინაურება რა თქმა უნდა მოიზიდავს დამატებით ინვესტორებს, რაც შექმნის კიდევ უფრო მეტ დასაქმების ადგილებს და შესაბამისად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

"ფრეიზერის ინსტიტუტის" „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია Fraser institute-ის 2021 წლის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system