თავში

ფრინველის ხორცის იმპორტი აღარ კონტროლდება

ფრინველის ხორცის იმპორტი აღარ კონტროლდება
ფრინველის ხორცის იმპორტი აღარ კონტროლდება

ამა წლის 8 აპრილს მიღებული 225-ე დადგენილების თანახმად, ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, ფრინველის ხორცის იმპორტისას მთავრობამ კონტროლი 2020 წლის 20 ოქტომბრამდე შეაჩერა. 

ინფორმაცია report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ცვლილებები კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით ახსნეს.

როგორც უწყებაში report.ge-ს განუცხადეს,  ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ბაზარზე პროდუქტის დეფიციტის პრევენციის მიზნით მიიღო, თუმცა ისიც აგვიხსნეს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ხარისხის კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს, რაც, მათივე მტკიცებით, სარეალიზაციო წერტილებში უხარისხო ხორცის მოხვედრას მინიმუმამდე შეამცირებს.

შეგახსენებთ,  "ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილება 8 აპრილს შევიდა, რომლის მიხედვით,  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2019, 300160070.10.003.021358) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი.

„მუხლი 7. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-17 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.“

მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ: "იმპორტირებულ ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პროდუქტების ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობას."

მე-17 მუხლი იმპორტირებული ფრინველის ხორცზე კონტროლის ძირითად მექანიზმებს ადგენს. 
„1. სააგენტომ უნდა გაატაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14–მე-16 მუხლებით განსაზღვრული შემოწმებებისთვის პრაქტიკული ღონისძიებები მარკეტინგის ყველა ეტაპზე, მათ შორის იმპორტზე კონტროლი ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის დროს უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ის და დანართი №5-ის, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრებისა – დანართი №6-ის შესაბამისად.

2. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14–მე-16 მუხლებით განსაზღვრული შემოწმებებისას, იმპორტირებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ით და დანართი №5-ით, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრების – დანართი №6-ით განსაზღვრული მოთხოვნებს, დაუშვებელია მისი საქართველოში რეალიზაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების სიხშირის განსაზღვრის მიზნით, რისკზე დაფუძნებული, სააგენტოსთან შეთანხმებული „მონიტორინგის გეგმა“ მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system