თავში

"ფრონტერა": "ოცნება" ებრძვის ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში

"ფრონტერა": "ოცნება" ებრძვის ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში
ფრონტერა: ოცნება ებრძვის ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში

საქართველოს ხელისუფლება, მისი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომ არბიტრაჟის საშუალებით შეეწყვიტა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონტრაქტი, აგრძელებს სასამართლოს გადაწყვეტილების უგულველყოფას,- ამის შესახებ ამერიკულ ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერაში” აცხადებენ.

კომპანია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაემორჩილოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს "ფრონტერას" ბიზნესის შევიწროვება, მუქარა და დაშინება. 

"თანამშრომლობის სულისკვეთებით, „ფრონტერამ“ მიმართა ხელისუფლებას, რათა გავაკეთოთ ერთობლივი საჯარო განცხადება არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც ხელისუფლება არ გვპასუხობს. 2013 წლიდან დაწყებული, ხელისუფლება მუდმივად ცდილობს „ფრონტერას“ კონტრაქტის ექსპროპრიაციას, ეს მცდელობა წარმოადგენს ნაწილს, არსებული და მეტად სერიოზული ტრენდისა, რომ ბოლო მოუღონ კერძო ამერიკულ ინვესტიციებს ქვეყნაში. როგორც ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართული შევიწროვების და ექსპროპრიაციის მცდელობა. „ფრონტერა“ არ არის ერთადერთი ამერიკული კომპანია რომელსაც ხელისუფლება ასე ექცევა. ამ ბოლო წლებში ამერიკული კომპანიები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს ქვეყანაში, კერძოდ: Philp Morris, Georgian American Alloys, Iconia Capital LLC, Overseas Mining Group, BMCN Holdings LLC და Conti Group, ყველამ გამოსცადა ბიზნესის მეტად უხეში, რუსულ-ვენესუელური სტილის დევნა საქართველოში. როგორც კი აშშ მთავრობა ვაშინგტონიდან ცდილობს საჯაროდ მიუთითოს ამ საკითხზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინვე თავს ესხმიან მათ საჯარო შეურაცხყოფით და ადანაშაულებენ კორუფციასა და არაინფორმირებულობაში. ბოლო წლებია, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში და ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, ცდილობენ დააჯერონ საზოგადოება იმაში, რომ თითქოს საქართველოში 276 ამერიკული კომპანიაა, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ პრობლემები. ეს არ არის სიმართლე. ისეთი ამერიკული კომპანია, რომლის სათაო ოფისი ამერიკაშია ან საერთოდ აქვს ოფისი შეერთებულ შტატებში, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში, ასობით ადამიანს ასაქმებს და მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის ქვეყნისათვის გაცხადებული 276 კი არა ალბათ 10- ზე ნაკლებია. „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლიდან მუშაობს. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ მონაწილე ამ შესანიშნავი ქვეყნის აღმშენებლობისა, რაც დანგრეული არშემდგარი სახელმწიფოდან დაიწყო. ქვეყნის მიისწრაფება თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ იყო ის მიმზიდველი ძალა, რის გამოც ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ, რაც 500 მილიონ დოლარს აჭარბებს და რითაც შევქმენით საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივა. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრასაც კი არ შევუშინებივართ, რომ შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა ინვესტიციები და სამუშაოები, რომელიც ერთი დღითაც კი არ შეგვიჩერებია. პირიქით, ამან საქართველოს კიდევ უფრო პატრიოტულ ნაწილად გვაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ქართულ-ამერიკული პარტნიორობა. სამწუხაროდ, 2013 წლიდან დაწყებული, ჩვენ ვხედავთ ანტიამერიკულ ტრენდს, ისეთი უარყოფითი ზეგავლენით, რომლის მსგავსი საქართველოში რუსეთის შემოჭრასაც არ ჰქონდა. შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში ხდება იმ საქმის დასრულება, რომელიც 2008 წელს ვერ მოხერხდა. ამიტომაც მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მზარდი არალიბერალური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია „ფრონტერასა“ და სხვა ამერიკული კომპანიების საქმიანობის დანგრევისკენ საქართველოში”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system