თავში

"ფრონტერა“ ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას გაუსტუმრებს

"ფრონტერა“ ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას გაუსტუმრებს
ფრონტერა“ ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას გაუსტუმრებს

რამდენიმესაათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერასა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა.

კომპანიის დედოფლისწყაროს ნავთობაზის მენეჯერის, გიორგი ჯანიაშვილის განმარტებით, კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად 500-500 ლარობით ჩაერიცხებათ. 

აქციის მონაწილეები დაიშალნენ და იმედი გამოთქვეს, რომ კომპანია დანაპირებს შეასრულებს, რითაც ლის განმავლობაში არსებულ დავალიანებები სრულად დაიფარება.

ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება კორპორაციის სასარგებლოდ 2020 წლის აპრილში მიიღო. ქართული სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა. Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

ცნობისთვის, ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება.

შეგახსენებთ, კორპორაციამ და სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საარბიტრაჟო განხილვა 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყეს. სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია და კომპანიას მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა. 4 მაისს კი „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გავრცელებულ განცხადებას უპასუხა. კომპანიამ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას და ინფორმაციას საქართველოს მთავრობა კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის განმარტებით, ნავთობკომპანია საარბიტრაჟო განხილვის შედეგებს განზრახ ამახინჯებს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს.

თავად ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" ოცნების ხელისუფლებას შევიწროებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.

"ფრონტერას" საქმეზე განმარტება გააკეთა პრემიერმა გახარიამაც, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიას საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

"ფრონტერასა" და საქართველოს მთავრობას შორის დავისა და ურთიერთბრალდებების დეტალები სრული სიზუსტით იკითხეთ report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system