თავში

ჯოშუა კუცერა: "ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს

"ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს
ჯოშუა კუცერა: ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს

„ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს, საქართველოს ოპოზიციის გარდა, სერიოზულობით არავინ აღიქვამს," - ამის შესახებ eurasianet-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა წერს.

მისი თქმით, აშშ-ს კანონმდებლები მოუწოდებენ, გამოიძიონ საქართველოს მთავრობის რუსული ურთიერთობები.

კუცერა საქმის არსის განმარტებას სულ თავიდან იწყებს და განმარტავს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის დავა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა, რასაც კომპანიის მხარდამჭერი კონგრესმენების მხრიდან მოჰყვა ბრალდებები ოფიციალური თბილისის წინააღმდეგ, თითქოს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებენ.

კუცერა აღნიშნავს, რომ მარიონეტობის შეთქმულების თეორიების ავტორები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც თბილისმა გადაწყვიტა, სარჩელი შეეტანა ენერგეტიკული კომპანიის Frontera Resources წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს (სათავო ოფისით ტეხასში).

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ფრონტერა“ დღემდე არ უხდის თანამშრომლებს თვეების განმავლობაში დაგროვებულ სახელფასო დავალიანებას.

ჯოშუა კუცერა ამბობს, რომ იანვარში პიტ ოლსონმა (წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ტეხასის შტატიდან) ივანიშვილს ,,რუსეთის მარიონეტი" უწოდა, რისთვისაც მისივე თქმით, „ფრონტერამ“ გულუხვად დააფინანსა ოლსონის კამპანია.

ანალიტკოსი განმარტვას, რომ წერილის ავტორი 4 კონგრესმენი ცდილობს "ფრონტერა" საქმესთან დააკავშიროს შარშან გაუქმებული ხელშეკრულება ანაკლიის მასშტაბური შავიზღვისპირა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

საერთაშორისო მიმომხილველი ხსნის, რომ გეოპოლიტიკის სფეროს სპეციალისტებმა, რომელთაც ამ საკითხზე მხოლოდ ზედაპირული თეორიული ცოდნა აქვთ, სცადეს მისი დაკავშირებაც რუსეთის გავლენასთან, რადგან აშენების შემთხვევაში ანაკლია უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტს რუსეთის გვერდის ავლით. მიუხედავად ამისა, მათი განცხადებით, ხელშეკრულების გაუქმება საქართველოს შიდა კონკურენციასთან უფროა კავშირში, ვიდრე ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ ინტრიგასთან.

წერილის ავტორები მოუწოდებენ ადმინისტრაციას, წარუდგინოს კონგრესს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენადაა „ჩართული „ქართული ოცნება“ ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესის გაძევების მცდელობებში“, ასევე „რუსეთის მთავრობასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ“ და „ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გარიყვის შესახებ პორტის მშენებლობის პროცესიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას”.

"კონგრესმენები ბრალდებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ყოველთვის ცდილობს, გამოვიდეს სამართლიანი შუამავლის როლში საქართველოს უკიდურესად გათიშულ შიდა პოლიტიკაში, ხოლო ამ მხრივ კითხვების დასმა და ჩაძიება ხსენებულ როლს კითხვის ქვეშ დააყენებს - შესაბამისად, ამის ალბათობა ამერიკის სტანდარტებით მცირე კომპანიის გამო ძალიან დაბალია“,- წერს ჯოშუა კუცერა და დასძენს, რომ  „ქართული ოცნების“ ხსენებისას საერთასორისო საზოგადოებას ახსენდება ის ფაქტი, რომ ამ მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუციაში ოფიციალურად ასახა საქართველოს მისწრაფებები ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system