თავში

ფულად გზავნილებზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკისთვის სარისკოა

ფულად გზავნილებზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკისთვის სარისკოა
ფულად გზავნილებზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკისთვის სარისკოა

საქართველოს განვითარებადი ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია დამოკიდებულება უცხოეთიდან შრომითი მიგრანტების ფულად გზავნილებზე, რომელთა მოცულობა ქვეყნის მშპ-ის 10 პროცენტს აღწევს (2019).  წარსულში ფულადი გზავნილები მიმღებ ქვეყნებში ანტიკრიზისულ როლს ასრულებდა, რადგან კრიზისის დროს მიგრანტები სამშობლოში, როგორც წესი, მეტ ფულს რიცხავდნენ. 

ამჯერად, როდესაც პანდემიამ თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი კრიზისის დამძიმების რისკფაქტორად იქცა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

დიკუმენტში აღნიშნულია,რომ პანდემიის პირველი ტალღის შედეგად, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების ნაკადი 42,3 პროცენტით შემცირდა, მათ შორის, რუსეთიდან - 2,6-ჯერ, აშშ-დან - 33 პროცენტით, იტალიიდან - 27 პროცენტით, საბერძნეთიდან - 37 პროცენტით. 

მომდევო თვეებში ფულადი გზავნილების ნაკადი აღდგა და მესამე კვარტალში კრიზისამდელ დონესაც კი ბევრად გადააჭარბა, მაგრამ პანდემიის ახალი მძლავრი ტალღა ევროპასა და აშშ-ში ეჭვქვეშ აყენებს ამ ტენდენციის მდგრადობას. 

პანდემიისას განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება აზერბაიჯანიდან გადმორიცხულ ფულად გზავნილებში. 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები ავსებს. საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system