თავში

ფულადი გზავნილები 21%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილები 21%-ით გაიზარდა
ფულადი გზავნილები 21%-ით გაიზარდა

ფულადი შემოდინებების ზრდა, წინა კვირასთან შედარებით, დაჩქარდა და 18-25 იანვრის პერიოდში წ/წ 21% შეადგინა. საუბარია თიბისის არხებით განხორციელებულ ფულად გზავნილებზე.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის აღდგენის შემაჯამებელ მიმოხილვაში.

შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გასული ორი კვირის განმავლოაბში ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებს. 

აზერბაიჯანიდან საქართველოში 2021 წლის 18-25 იანვრის მონაკვეთში ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში გაზრდილია 169%-ით. 95%-ითაა გაზრდილი ეს მაჩვენებელი 11-17 იანვრის პერიოდში.

რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, 2021 წლის 18-25 იანვრის პერიოდში 8%-ითაა გაზრდილი სომხეთიდან საქართველოში გადმოგზავნილი ფულადი ნაკადები. 11-17 იანვრის პერიოდში 1%-ით გაიზარდა ამ ქვეყნიდან ფულადი ნაკადების შემოდინების მაჩვენებელი. 

ფულადი შემოდინებები გაზრდილია ახლო აღმოსავლეთიდანაც (თურქეთის ჩათლით). 

გზავნილები რუსეთიდან ბოლო ორი კვირის განმავლოვაში უარყოფით ნიშნულზეა.

ფულადი გზავნილების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებით დინამიკას ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system