24-30 ნოემბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და ცვლილებამ წ/წ 3% შეადგინა.
ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.
დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან.
რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 8%-ით შემცირდა.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 24-30 ნოემბრის პერიოდში დადებითი დარჩა.
სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და წ/წ -22% შეადგინა.
შემოდინებები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან24-30 ნოემბრის პერიოდში წლიურად 4%-ით გაიზარდა
ბელა გელაშვილი
ავტორი