თავში

ფულადი გზავნილები 5%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილები 5%-ით გაიზარდა
ფულადი გზავნილები 5%-ით გაიზარდა

2-8 ნოემბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდის დადებით ნიშნულს დაუბრუნდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. 

წლიურ ჭრილში (ანუ 2019 წლის 2-8 ნოემბრის პერიოდთან შედარებით) ზრდამ +5%-ი შეადგინა.

შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. 

ფულადი გზავნილების ზრდა აზერბაიჯანიდან კვლავ სამნიშნა მაჩვენებელზეა. 

ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. 

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ უარყოფითია და წ/წ(წლიურ ჭრილში) მინუს 28%-ი შეადგინა. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 2-8 ნოემბრის პერიოდში დადებით ნიშნულზეა. 

სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა, მაგრამ გაუმჯოებესებულია წინა კვირასთან შედარებით და წ/წ -14% შეადგინა.

შემოდინებების ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ზრდის დადებით ტემპს ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system