თავში

ფულადი გზავნილები აზერბაიაჯანიდან 165%-ით, სომხეთიდან 4%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილები აზერბაიაჯანიდან 165%-ით, სომხეთიდან 4%-ით გაიზარდა
ფულადი გზავნილები აზერბაიაჯანიდან 165%-ით, სომხეთიდან 4%-ით გაიზარდა

5-11 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები აზერბაიჯანიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ერთ კვირაში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა 165%-ითაა გაზრდილი.  28 სექტემბერი-4 ოქტომბრის კვირაში კი მაჩვენებელი 153%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სომხეთს, ამ ქვეყნიდან შემოდინებების წლიური ცვლილება დადებით ნიშნულს დაუბრუნდა. 5-11 ოქტომბრის პერიოდში სომხეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა გაიზარდა 4%-ით მაშინ როცა 28 სექტემბერი-4 ოქტომბრის კვირაში ის 6%-ით იყო შემცირებული. 

5-11 ოქტომბრის პერიოდში ჯამური ფულადი შემოდინებები წ/წ 14%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანის მსგავსად, ფულადი შემოდინებები მზარდია უკრაინიდანაც. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდანაც. 

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი, რომელიც წლის დასაწყისიდან უარყოფით ნიშნულზეა, არ შეცვლილა. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 5-11 ოქტომბრის პერიოდში კვლავ უარყოფითი გახდა.

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.

ცნობისთვის, სექტემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 7.43 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხა მთლიანი გზავნილების 3.85%-ია. წლიურ ჭრილში მაჩვენებლი გაზრდილია 270.79%-ით. რაც შეეხება სომხეთს, მიმდინარე წლის სექტემბერში, მეზობელი სომხეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 1.22 მლნ აშშ დოლარი. ის მთლიანი ფულადი გზავნილის 0.63%-ს უტოლდება. მონაცემი წლიურ ჭრილში 1.94%-ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი დაპირისპირება მთიან ყარაბაღში გრძელდება. კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system