თავში

ფულადი გზავნილები აზერბაიაჯანიდან 168%-ით, სომხეთიდან 33%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილები აზერბაიაჯანიდან 168%-ით, სომხეთიდა
ფულადი გზავნილები აზერბაიაჯანიდან 168%-ით, სომხეთიდან 33%-ით გაიზარდა

12-18 ოქტომბრის პერიოდში ფულადი  შემოდინებები აზერბაიჯანიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 168%-ითაა გაზრდილი. წინა კვირაში, 5-11 ოქტომბრის პერიოდში, მონაცემი 165%-ით იყო გაზრდილი.

კვლავ დადებით ნიშნულზეა სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილებაც და ის ბოლო კვირაში 33%-იან ზრდას მიუთითებს. წინა კვირაში, 5-11 ოქტომბრის პერიოდში, კი მონაცემი გაზრდილი იყო 4 %-ით.

მონაცემები დათვლილია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ფულადი გადმორიცხვების სტაბილური ზრდა ნარჩინდება უკრაინიდან. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდანაც. რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ უარყოფითია და -13% შეადგინა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 12-18 ოქტომბრის პერიოდში კვლავ დადებითი გახდა.

12-18 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები ჯამში 13%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ცნობისთვის, სექტემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 7.43 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხა მთლიანი გზავნილების 3.85%-ია. წლიურ ჭრილში მაჩვენებლი გაზრდილია 270.79%-ით. რაც შეეხება სომხეთს, მიმდინარე წლის სექტემბერში, მეზობელი სომხეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 1.22 მლნ აშშ დოლარი. ის მთლიანი ფულადი გზავნილის 0.63%-ს უტოლდება. მონაცემი წლიურ ჭრილში 1.94%-ითაა შემცირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალისტების მოლოდინი არ გამართლდა. ისინი სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღის ომის გამო ამ ორი ქვეყნიდან ფულადი გზავნილების კლებას ელოდნენ, თუმცა კონფლიქტის მიუხედავად, ორივე ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი ნაკადები ბოლო თვეა იზრდება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი დაპირისპირება მთიან ყარაბაღში გრძელდება. კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system