თავში

ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან გაიზარდა, სომხეთიდან შემცირდა

ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან გაიზარდა, სომხეთიდან შემცირდა
ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან გაიზარდა, სომხეთიდან შემცირდა

25-31 ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხვები კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს, თუმცა წინა კვირასთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა.

ოქტომბრის ბოლო კვირაში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა გაზრდილია 44%-ით გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო 19-25 ოქტომბრის მონაკვეთში მაჩვენებელი 60%-ითაა შარშანდელთან შედარებით.

აქამდე თითქმის მთელი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა სამნიშნა პროცენტული პუნქტით ხდებოდა, ხოლო ოქტომბრის ბოლო ორი კვირა ის მხოლოდ ორნიშნა ზრდას აჩვენებს.

რაც სეეხება სომხეთს, სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა, მაგრამ გაუმჯოებესებულია წინა კვირასთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, თუ 19-25 ოქტომბრის მონაკვეთში სომხეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში შემცირებულია 21%-თ, 25-31 ოქტომბრის პერიოდში მაჩვენებელი მხოლოდ 8%-იან კლებას აჩვენებს.

სპეციალისტები ამ ორი ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილების კლებას ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირებენ.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები ავსებს. საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა.

სპეციალისტების განმარტებით, ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში დიდია, ხოლო ამ ორი ქვეყნის წილი ფულად გზავნილებში არც თუ ისე მცირე. შესაბამისად, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების დეესკალაცია დროულად არ მოხდა, ვაჭრობისტურიზმის და ინვესტიციების მსგავსად, საქართველოს შემოსავლები შემცირდება ფულადი გზავნილებიდანაც, რაც, ბევრ სხვა ნეგატივთან ერთად, შიდაბაზარზე დოლარის დეფიციტს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და ლარის კურზე უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაჩაღებული ომი, პრობლემაა არა მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე ორი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისაც და მთელი რეგიონისთვისაც.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი დაპირისპირება მთიან ყარაბაღში გრძელდება. კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან. 

27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system