თავში

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან უკრაინიდან და ყაზახეთიდან გაიზარდა

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან უკრაინიდან და
ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან უკრაინიდან და ყაზახეთიდან გაიზარდა

2021 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან. ამის შესახებ ირკვევა ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების მარტის სტატისტიკიდან. 

მარტში საქართველოში აზერბაიჯანიდან 7.33 მლნ. დოლარი გადმოირიცხა, რაც ამ ქვეყნიდან  2020 წლის მარტში გადმორიცხულ ფულად გზავნილებზე 207.57%-ით მეტია. აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები მარტში მთლიანი გზავნილების 3.90%-ს შეასდგენს. 

უკრაინიდან საქართველომ მარტში მიიღო 8.85 მლნ. დოლარი, რაც წლიურ ჭრილში ამ მაჩვენებლის 145.20%-იან ზრდაზე მიანიშნებს. უკრაინიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები მარტის მთლიანი გზავნილების 4.71%-ია. 

2.38 მლნ. დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო საქართველომ ყაზახეთიდან, წლიურ ჭრილში მონაცემი 95.50%-ითაა გაზრდილი. ყაზახური ფულადი გზავნილები მარტის მთლიანი ფულადი გზავნილების 1.27%-ია.

2021 წლის თებერვალში რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან. ამ ქვეყნიდან წლიურ ჭრილში ფულადი ნაკადები საქართველოში გაზრდილია 190.9 პროცენტით, უკრაინიდან 78.3 პროცენტით. 

2021 წლის მარტში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system