თავში

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან გაიზარდა

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და
ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან გაიზარდა

ბოლო კვირაში (9 აგვისტოს კვირაში) ფულადი გზავნილები წიურ ჭრილში 6%-ით გაიზარდა, რაც წინა კვირასთან შედარებით მცირედი ზრდაა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. 

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია და შემცირებულია. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი უარყოფითი გახდა მიმდინარე კვირაში.

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.

ცნობისთვის, ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში ფულადი გზავნილების წლიური ზრდა 22.1%-ს გაუტოლდა. 

15.6%-ითაა გაზრდილი საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობა.

რას ნიშნავს ფულადი გზავნილების ზრდა ეკონომიკისთვის,ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს. 

რომელი ქვეყნიდან რამდენი გადმოირიცხა ივლისში, დეტალურად იხილეთ ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system