თავში

ფულადი გზავნილების დინამიკა 11%-იან ზრდას აჩვენებს

ფულადი გზავნილების დინამიკა 11%-იან ზრდას აჩვენებს
ფულადი გზავნილების დინამიკა 11%-იან ზრდას აჩვენებს

თიბისის არხებით განხორციელებული ფულადი შემოდინებების ზრდა, წინა კვირასთან შედარებით, შემცირდა და 25-31 იანვრის პერიოდში წლიურმა ზრდამ 11% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

შემოდინებები აზერბაიჯანიდან მაღალ ზრდას აჩვენებს. 18-25 იანვრის პერიოდში ამ ქვეყნიდან გადმორიცხულითანხა წლიურ ჭრილში გაზრდილია 169%-იან, ხოლო 25-31 იანვრის მონაკვეთში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 122 %-ით.

გზავნილები რუსეთიდან ბოლო ორი კვირის განმავლოვაში უარყოფით ნიშნულზეა.

სომხეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის ნაკადი 18-25 იანვრის პერიოდში გაზრდილია 8%-ით, ხოლო 25-31 იანვრის მონაკვეთში ზრდამ 18%-ი შეადგინა.

გზავნილების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებით დინამიკას ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system