თავში

ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა

ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა
ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა

ეროვნული ბანკი 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 

სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Report.ge უცვლელად გთავაზობთ.

"2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.0%-ით (37.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.

2021 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.8 მლნ აშშ დოლარი (99.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45.3%-ით მეტია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system