თავში

ფულადი გზავნილების ტენდენცია უცვლელია

ფულადი გზავნილების ტენდენცია უცვლელია
ფულადი გზავნილების ტენდენცია უცვლელია

ფულადი გზავნილების მხრივ ეპიდემიურ პერიოდში ტრენდი ფაქტობრივად არ შეცვლილა. უმეტეს შემთხვევაში, გზავნილების ზრდას აჩვენებს, მათ შორის, მეზობელი რეგიონებიდან, განსაკუთრებით კი, აზერბაიჯანიდან, რასაც სპეციალისტები ამ ქვეყანასთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირით ხსნიან. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ პანდემიისას, საქართველოში შემცირებული უმუშევრობის გამო ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი, ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას აზერბაიჯანში, სადაც დასაქმების მეტი შესაძლებლობაა. 

მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად უკავშირდება გზავნილების გაზრდილი მაჩვენებელი აზერბაიჯანიდან, რომელიც ტენდენციას მუდმივად ინარჩუნებს.

,,გლობალური პანდემიური ვითარების მიუხედავად, საქართველოში გზავნილების თითქმის არ შემცირებულა, პირიქით, ზრდაა. განსაკუთრებით ამ მხრივ აზერბაიჯანი იქცევს ყურადღებას, რასაც რამდენიმე ახსნა აქვს. იმ ფონ ზე, როცა ჩვენთან გაიზარდა უმუშევრობა, იქ დასაქმების ბევრად მეტი საშუალებაა. თანც, ჩვენი თანამემამულეები, ათნიკური აზერბაიჯანელები, ახერხებენ აზერბაიჯანში გადასვლას და იქ გარკვეული საქმიანობაში ჩართვას, რამდენადაც აქ გართულდა ვითარება, ამ ურთიერთობით სარგებლობენ და შემთხვევითი არ არის, რომ შესაძლებელია გზავნილებიც გაიზარდოს. ამას ბუნებრივად მივიჩნევ. ფიზიკურად მეტი მიმოსვლა რომ  იყოს, ჩვეულებრივ სიტუაციაში, ნაღდი ფულის შემოდინებას ექნებოდა ადგილი, რასაც სტატისტიკა ვერ ასახავს. რაც შეეხება უკრაინას, ამ შემთხვევაშიც, განმსაზღვრელი ფაქტორი, ელექტრონული საშუალებით შმოსული ფულია, ნაღდი ფულის მიმოსვლა მაქსიმალურად არის შემცირებული, ფაქტობრივად აღარ არის", - ამბობს სილაგაძე.

გარდა ამისა, აკადემიკოსი ვარაუდობს, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ და გადმორიცხვებს ახდენენ, დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები არ დაუკარგავთ.

,,ბევრი ქვეყანა ეხმარება უმუშევრებს შესაძლებლობების ფარგლებში. თანაც ჩვენი ემიგრანტები მაქსიმალურად ცდილობენ კიდევ მეტი გამოგზავნონ. ამასთან, გარკვეული დანაზოგის სახითაც შეიძლება გზავნიდნენ, თვითონაც შეიძლება დაბრუნდნენ და რაღაც ბიზნესის დაწყებაც ჰქონდეთ გათვაისწინებული, მაგრამ ამას ყველა ვერ შეძლებს. აშკარაა, რომ ჩვენი ქართველები ერთი თვალით უკან, სამშობლოსკენ იხედებიან, ღმერთმა ქნას, დაბრუნდნენ და ეკონომიკა გაძლიერდეს", - აცხადებს ავთო სილაგაძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 19.2 პროცენტით გაიზარდა და 149.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 6.7 პროცენტით 17.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის თვის განახლებულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (213.1 პროცენტით) და უკრაინიდან (80.6 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.9 და 2.3 პროცენტული პუნქტებით აისახა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system