თავში

ფულადი შემოდინებები 14%-ით გაიზარდა

ფულადი შემოდინებები 14%-ით გაიზარდა
ფულადი შემოდინებები 14%-ით გაიზარდა

5-11 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წ/წ (წლიურ ჭრილში) 14%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდანაც.

"რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი, რომელიც წლის დასაწყისიდან უარყოფით ნიშნულზეა, არ შეცვლილა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 5-11 ოქტომბრის პერიოდში კვლავ უარყოფითი გახდა. 

სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება დადებით ნიშნულს დაუბრუნდა.

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system