თავში

ფულადი შემოდინებები 6%-ით გაიზარდა

ფულადი შემოდინებები 6%-ით გაიზარდა
ფულადი შემოდინებები 6%-ით გაიზარდა

9-15 ნოემბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და ცვლილებამ წ/წ +6% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. 

რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 21%-ით შემცირდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 9-15 ნოემბრის პერიოდში უარყოფითი გახდა. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და წ/წ -18% შეადგინა.

შემოდინებები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ზრდის დადებით ტემპს ინარჩუნებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system