თავში

ფულადი შემოდინებები მზარდ დინამიკას ინარჩუნებს

ფულადი შემოდინებები მზარდ დინამიკას ინარჩუნებს
ფულადი შემოდინებები მზარდ დინამიკას ინარჩუნებს

თიბისის არხებით განხორციელებული ფულადი შემოდინებები 11-17 იანვრის პერიოდში თითქმის უცვლელი რჩება და წ/წ 10% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებს. 

1-17 იანვრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის ოდენობა 95%-ითაა გაზრდილი წლიურ ჭრილში. 4-10 იანვრის განმავლობაში კი ეს მაჩვენებლი 108%-იან ზრდას ჩვენებდა.

რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, შემოდინებები რუსეთიდან 11-17 იანვრის პერიოდში უარყოფით ნიშნულზეა და მინუს 36%-ს უტოლდება, ხოლო 4-10 იანვრის განმავლობაში ჩრდილო მეზობლიდან ფულადი გზავნილები შემცირებულია 41%-ით.

სომხეთიდან ფულადი 11-17 იანვრის პერიოდში გაზრდილია მხოლოდ 1%-ით, ხოლო 4-10 იანვრის მონაკვეთში ამ ქვეყნიდან ფულადი გზავნილები 19%-ით.

ახლო აღმოსავლეთიდან (თურქეთის ჩათვლით) ფულადი შემოდინებები 1-17 იანვრის პერიოდში შემცირებულია 3%-ით, ხოლო 4-10 იანვრის განმავლობაში ამ რეგიონიდან ფულადი გზავნილები მხოლოდ 1%-იან ზრდას აჩვენებდა.

გზავნილების ზრდა ევროკავშირიდან, რომელსაც ყველაზე დიდი წილი აქვს შემოდინებებში, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დადებით დინამიკას ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system