თავში

ფულის გათეთრებისთვის ბანკები 726,000 ლარით დაჯარიმდნენ

ფულის გათეთრებისთვის ბანკები 726,000 ლარით დაჯარიმდნენ
ფულის გათეთრებისთვის ბანკები 726,000 ლარით დაჯარიმდნენ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა(სებ-მა) კომერციული ბანკი/ბანკები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონმდებლობის დარღვევისთვის 726,000 ლარით დააჯარიმა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელი ბანკი/ბანკები დაჯარიმდნენ კონფიდენციალურია და სებ-ი არ ასაჯაროვებს.

ბანკებთან ერთად დაჯარიმდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებიც და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიც.

ჯარიმები ასე გადანაწილდა:

კომერციული ბანკი - 726,000 ლარი;

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 539,300 ლარი;

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 256,400 ლარი;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 177,100 ლარი.

სულ შემოწმდა საფინანსო სექტორის 61 წარმომადგენლი, მათ შორის საგადახდო მომსახურების 9 პროვაიდერი, რომლის ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2019 წელს. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ 1 698 800 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო“ 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system