თავში

ფულის მასა საქართველოს ეკონომიკაში შემცირდა

ფულის მასა საქართველოს ეკონომიკაში შემცირდა
ფულის მასა საქართველოს ეკონომიკაში შემცირდა

2021 წლის იანვარში, ფართო ფულის, M3-ის აგრეგატი 369.9 მლნ ლარით შემცირდა და თვის ბოლოსათვის 30.1 მლრდ ლარი შეადგინა. წლიური ზრდის ტემპი კი 25.7 პროცენტი იყო.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის თვის განახლებულ მიმოხილვაში. 

სებ-ის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე 98.2 მლნ ლარით ზრდა დაფიქსირდა და იანვრის ბოლოსთვის, 16.9 მლრდ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, 377.9 მლნ ლარით შემცირდა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ოდენობა და მისმა მოცულობამ - 9.5 მლრდ ლარი შეადგინა. 

ფართო ფული M2-ის მაჩვენებელი, საანგარიშო პერიოდში, 3.4 პროცენტით (468.2 მლნ ლარით) შემცირდა. 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულის მასა რეკორდულ ნიშნულზე იყო:  M2-მა ანუ ფართო ფულმა გასული წლის ბოლო თვეში 13.65 მილიარდ ლარს მიაღწია.

ცნობისთვის, M2 ანუ ფართო ფული არის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ფული, საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარდა. ის შეიცავს ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს და კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system