თავში

ფულის რა მასა იგზავნება საქართველოში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან

ფულის რა მასა იგზავნება საქართველოში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან
ფულის რა მასა იგზავნება საქართველოში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები ავსებს. საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ აშშ დოლარი (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხის 1,35%-ი აზერბაიჯანიდან ფულად გზავნილზე მოდის. 2020 წლის პირველ თვეში საქართველოში ამ ქვეყნიდან შემოვიდა 1, 70 მლნ აშშ დოლარი. აზერბაიჯანიდან ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 6,64%-ს გაუტოლდა.

იანვარში სომხეთიდან გზავნილები მილიონზე ნაკლებია და სტატისტიკურ მონაცემებში მაჩვენებლები ჩაშლილი არ არის.

2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხის 1,49 %-ი აზერბაიჯანიდან ფულად გზავნილზე მოდის. 2020 წლის მეორე თვეში საქართველოში ამ ქვეყნიდან შემოვიდა 2,05 მლნ აშშ დოლარი. აზერბაიჯანიდან ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 44.67%-ს გაუტოლდა.

საქართველოში სომხეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები თებერვალშიც მილიონზე ნაკლებია და სტატისტიკურ მონაცემებში მაჩვენებლები ჩაშლილი არ არის.

2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხის 1.89 %-ი აზერბაიჯანიდან ფულად გზავნილზე მოდის. 2020 წლის მეორე თვეში საქართველოში ამ ქვეყნიდან შემოვიდა 2. 38 მლნ აშშ დოლარი. აზერბაიჯანიდან ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 45.37% -ს გაუტოლდა.

საქართველოში სომხეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები მარტშიც მილიონზე ნაკლებია და სტატისტიკურ მონაცემებში მაჩვენებლები ჩაშლილი არ არის.

2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხის 3,08%-ი აზერბაიჯანიდან ფულად გზავნილზე მოდის. 2020 წლის პირველ თვეში საქართველოში ამ ქვეყნიდან შემოვიდა 2,44  მლნ აშშ დოლარი. აზერბაიჯანიდან ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 39,47 %-ს გაუტოლდა.

საქართველოში სომხეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები აპრილშიც მილიონზე ნაკლებია და სტატისტიკურ მონაცემებში მაჩვენებლები ჩაშლილი არ არის.

2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხის 2.70%-ი აზერბაიჯანიდან ფულად გზავნილზე მოდის. 2020 წლის პირველ თვეში საქართველოში ამ ქვეყნიდან შემოვიდა 3.56  მლნ აშშ დოლარი. აზერბაიჯანიდან ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 85.05 %-ს გაუტოლდა.

საქართველოში სომხეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები მაისშიც მილიონზე ნაკლებია. სომხეთიდან გზავნილები შესამჩნევად იზრდება ივნისიდან.

2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ივნისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან გაიზარდა. აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 4.73 მილიონი დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში ამ მაჩვენებლის 183.03%-იან ზრდაზე მიუთითებს. აზერბაიჯანიდან გზავნილები მთლიანი ფულადი გადმორიცხვების 2.79%-ია.

ივნისში 21.23%-ით გაიზარდა სომხეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა. მეზობელი ქვეყნიდან ივნისში გადმორიცხულია 1.10 მილიონი დოლარი, რითაც ის გზავნილების მთლიან მოცულობაში 0.65%-იანი წილით ბოლო პოზიციაზეა ფულადი გზავნილების უმსხილეს 18 ქვეყანას შორის.

2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ივლისშიც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდანაა გაზრდილი. აზერბაიჯანიდან ივლისში საქართველოში გადმოირიცხა 6.03 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 3.19%-ია, თუმცა წლიური ზრდის ტემპი 185.59%-ია.

რაც შეეხება სომხეთს, მიმდინარე წლის ივლისში სომხეთიდან საქართველოში გადმორიცხულია 1. 40 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 0.74%-ია, ხოლო სომხეთიდან ჩარიცხული ფულადი მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 26.75%-ს გაუტოლდა.

2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში 6.96 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ფულადი გზავნილების ეს ოდენობა მთლიანი ჩარიცხვების 3.78 %-ია. წლიურ ჭრილში, ანუ გასული წლის აგვისტოს გზავნილებთან შედარებით აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 269.82%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება სომხეთს, აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 1.16%-იანი კლება დაფიქსირდა ფულადი გზავნილების სომხეთიდან. მიმდინარე წლის აგვისტოში სომხეთიდან 1.21 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც აგვისტოს მთლიანი გადმორიცხვების 0.66%-ია.

ამა წლის სექტემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 7.43 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხა მთლიანი გზავნილების 3.85%-ია. წლიურ ჭრილში მაჩვენებლი გაზრდილია 270.79%-ით. რაც შეეხება სომხეთს, მიმდინარე წლის სექტემბერში, მეზობელი სომხეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 1.22 მლნ აშშ დოლარი. ის მთლიანი ფულადი გზავნილის 0.63%-ს უტოლდება. მონაცემი წლიურ ჭრილში 1.94%-ითაა შემცირებული.

ციფრები აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილების წელს ორივე ქვეყნიდან მზარდია, თუმცა აზერბაიჯანიდან გადმორიცხული გზავნილების ბევრად მოცულობითია. რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, ბოლო დროს გაზრდილია გზავნილები უკრაინიდანაც, თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაჩვენებლი ბოლო თვეების განმავლობაში ნეგატიურია. თვალშისაცემია ფულადი გზავნილების ზრდა თურქეთიდანაც. 

ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში დიდია, ხოლო ამ ორი ქვეყნის წილი ფულად გზავნილებში არც თუ ისე მცირე. შესაბამისად, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების ესკალაცია დროულად არ მოხდა, ვაჭრობისტურიზმის და ინვესტიციების მსგავსად, საქართველოს შემოსავლები შემცირდება ფულადი გზავნილებიდანაც, რაც, ბევრ სხვა ნეგატივთან ერთად, შიდაბაზარზე დოლარის დეფიციტს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და ლარის კურზე უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაჩაღებული ომი, პრობლემაა არა მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე ორი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისაც და მთელი რეგიონისთვისაც.

ცნობისთვის, კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system