თავში

გააჩერებს თუ არა პანდემია ემიგრანტებს სამშობლოში

გააჩერებს თუ არა პანდემია ემიგრანტებს სამშობლოში
გააჩერებს თუ არა პანდემია ემიგრანტებს სამშობლოში

დემოგრაფები ფიქრობენ, რომ სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების ადგილზე დაკავება რეალურად შეუძლებელია, რადგან მათ აქ დიდი ხნის განმავლობაში დასაქმების შესაძლებლობა არ ექნებათ. შეიძლება, ზოგიერთმა აგრარულ სექტორში მოსინჯოს ძალები, თუმცა, როგორც დემოგრაფი ავთო სულაბერიძე ამბობს, სამსახურის შოვნა გაუჭირდებათ და როგორც კი ეპიდემიის საფრთხე გადაივლის, საზღვარგარეთ წასვლას შეეცდებიან.  

,,სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ხალხს დასაქმების შესაძლებლობა მისცეს. ამ მხრივ კარგია, რომ ემიგრანტებს პროფესიული გადამზადების პროგრამებში ჩართავენ და მცირე დახმარებასაც „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებენ. ცხადია, ეს არ არის საკმარისი. რეალური სექტორი არ მუშაობს, ამიტომ დასაქმება მხოლოდ სოფლის მეურნეობაშია შესაძლებელი. სოფლის ინდუსტრიას თუ არ ავაღორძინებთ, სერიოზული პრობლემა გაჩნდება, რადან covid-19-ის გამო დაბრუნებული ემიგრანტები აქედან დიდხანს ვერ წავლენს და შეიძლება ცოტა ხანში ისინიც უმუშევრებს შეუერთდნენ.  გაჭირვებულ ქვეყანაში ვერავის გააჩერებს, ცხადია, რომ წასვლაზე იფიქრებს ეს ხალხი, მთავრობას კი მიგრაციული ნაკადის მართვა გაუჭირდება", - ამბობს დემოგრაფი. 

საპირისპირო მოსაზრებისაა მიგრაციული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ covid-19-გან მიღებულ სარგებელს შორის ერთ-ერთი არის ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მისი თქმით, მეტი თანამემამულე ჩამოვა სამშობლოში და დამკვიდრებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, როცა ცოტა ხნის წინ მოქალაქეებს გაქცევისკენ ეჭირათ თვალი, ასე არ იქნება დიდი ხნის განმავლობაში.

,,მიგრაციული ნაკადების მართვა გაიოლდა. მიმოსვლა აღარ არის და მან არალეგალური მიგრაცია შეამცირა. კონტროლი მაღალია და ხელს უწყობს, რომ ჩვენი მოქალაქეები არ გაემგზავრონ ქვეყნიდან, რის პარალელურადაც დაბრუნების ტენდენციაც დაიწყო. ზოგი ემიგრანტი რეალურად მძიმე პირობებში იყო, ხალხს ვალი ჰქონდა აღებული და უკან დასაბრუნებელი ფულიც არ მოეპოვებოდა. მთავრობამ საშუალება მისცა მათ, შეღავათიან ფასში დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. გადინება ფაქტობრივად შეჩერდა და ამიტომ ბევრი შეძლებს რაიმე საქმე წამოიწყოს. უფრო მეტად შეეცდებიან თავის დამკვიდრებას. სავარაუდოდ, შობადობაზეც გარკვეულწილად აისახება. მართალია, ჯერ ამაზე პროგნოზი რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, გარკვეული პოზიტივი ამ მხრივაც გაჩნდეს“, - ამბობს გოგიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system