თავში

გააგრძელებენ თუ არა ბანკები საშეღავათო პერიოდს მსესხებლებისთვის

გააგრძელებენ თუ არა ბანკები საშეღავათო პერიოდს მსესხებლებისთვის
გააგრძელებენ თუ არა ბანკები საშეღავათო პერიოდს მსესხებლებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვით საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, თუმცა დაბეჯითებით მტკიცებას ანალიზი სჭირდება.

დეპუტატი აღიარებს, რომ  იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგა, საკრედიტო შენატანის პერიოდის სამთვიანი გადავადება საკმარისი არ არის, თუმცა კაკულია ითვალისწინებს იმასაც, რომ კორონაკრიზისის გამო ბანკებმაც სოლიდური შემოსავლები დაკარგეს.

„რა თქმა უნდა, მათ ვთხოვთ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ განვითრებისა და დაკრედიტების პროცესებში, თუმცა, რამდენად შეუძლიათ ეს ბანკებს, ეს უნდა შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ დაკარგული საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დაკარგვით ზოგადად და როგორია ახლა თანაფარდობა იმ ფულის, რომელიც მათ მიეცათ დახმარების ფარგლებში, ეს ბალანსია დასანახი. მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს მიეცათ და კიდევ ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა, თუმცა დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, ბანკებმა და მიკროსაფინანსოების ნაწილმა კორონავირუსის გამო დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა შემოსავლების დაკარგვა და ზოგადი ეკონომიკური კრიზისი  გაითვალისწინა და ყველა მსესხებელს სამი თვით სესხის დაფარვის ვალდებულება გადაუვადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system