თავში

გააკეთა თუ არა მაქსიმუმი მთავრობამ ეკონომიკის და მოქალაქეების დასახმარებლად

გააკეთა თუ არა მაქსიმუმი მთავრობამ
გააკეთა თუ არა მაქსიმუმი მთავრობამ ეკონომიკის და მოქალაქეების დასახმარებლად

"მაშინ როცა რესურსები მკვეთრად შეზღუდულია და თითოეული ლარის გადადგილებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, 200 ლარიან 6 თვიან დახმარებაზე ცინიზმი ცოტა არაადეკვატურობა მგონია," - გვითხრა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა. 

გულბანი განმარტავს, რომ ეს არის მინიმალური მხარდაჭერის პაკეტი, რომლითაც ადამიანი თავის გადარჩენას შეძლებს.

"გადასახადების არ არსებობის პირობებში ადამიანს ექნება შესაძლებლობა აუცილებელი სურსათ-სანოვაგე შეიძინოს. ეს მკვეთრად შეზღუდული რესურსების პირობებში მოხერხდა და დამტკიცდა. ამას წამოეშველება რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნაც და ეკონომიკის თანდათანობით ამუშავება. მაშინ ამერიკელებმა რაღა თქვან, იქაც 1200 დოლარს აძლევენ ერთჯერადად და ჩვენთან 6 თვეში 1200 ლარს, ბოლობოლო დოლარის მბეჭდავი ქვეყანაა, ჩვენ კიდე ვალად ვიღებთ ამ თანხას," - ამბობს გულბანი და დარწმუნებულია, რომ როგორი გეგმაც არ უნდა წარედგინა მთავრობას, ამას უეჭველად მოყვებოდა კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და მათ შორის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდანაც. 

"ზომიერი კრიტიკა რათქმაუნდა აუცილებელი და საჭიროა, სხვაგვარად არც გამოვა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გეგმა ძალიან ოპტიმალურია. ვნახოთ აბა, დარჩა სექტორი, რასაც არ ეხება დახმარება?

- ბიზნესის საგადასახადო შეღავათები ჯამში 370 მილიონამდე;
- უმუშევართა თვეში 200 ლარიანი დახმარება ჯამში 460 მილიონი;
- არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებისთვის ჯამში 75 მილიონი;
- სოციალურად დაუცველთა ყოველთვიური დახმარება 6 თვით ჯამში 85 მილიონი;
- კომერიცული ბანკებისთვის დამატებით 600 მილიონის მიწოდება;
- ბიზნესის მხარდასაჭერად 500 მილიონი;
- დღგ-ს ავტომატური დაბრუნება 600 მილიონი;
- ჯამში მოქალაქეებისთვის დაიხარჯება 1 მილიარდ 35 მილიონი;
- ეკონომიკის მხარდასაჭერად 2 მილიარდ 110 მილიონი;
- ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად 350 მილიონი;

ეს ხომ არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელიც გატარდა და რომელიც უნდა გაკეთდეს მომავალში კრიზისთან საბრძოლველად," - ამბობს გულბანი და დასძენს, რომ ამით კმაყოფილებას, ცხადია, არ უნდა მივეცეთ.

"მაგრამ არც რეალობას არ უნდა მოვწყდეთ და ამ ერთი ბეწო ბიუჯეტისგან „ოქროს კოშკების“ აგება არამგონია მთლად სწორი საქციელი იყოს," - განმარტავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, დახმარებები გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვე 200 ლარით დაეხმარება.

300-ლარიან დახმარებას სთავაზობს ხელისუფლება თვითდასაქმებულებს მათი იდენტიფიცირების შემდეგ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან დაუბრუნებს.

კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system