თავში

გადახდისუუნარობის კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მზადაა

გადახდისუუნარობის კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მზადაა
გადახდისუუნარობის კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მზადაა

ახლოეს მთავრობის სხდომაზე უკვე აიტვირთება გადახდისუუნარობის კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მთავრობაზე განხილვისთვის და შემდეგ, გადაეგზავნება პარლამენტს”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ინვესტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, მოზმადებული კანონის პროექტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში აღარ სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით.


გადახდისუუნარობის კანონი, რაზეც არაერთხელ აღინიშნა ბიზნესის მხრიდან და ეს არის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად წლების განმავლობაში აწუხებს ბიზნეს და ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიურად მუშაობა. განსაკუთრებული მახასიათებლები, რაც ამ კანონს აქვს, რაც წლების განმავლობაში ბიზნესისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს პრობლემები გადაჭრილიყო, არის: პირველი - აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში, მეორე - ფინანსთა სამინისტროს უპირატესობა ბიზნესის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში არის დათმობილი”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი, რაც დღევანდელ შეხვედრას მოჰყვა, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონია.

„მეორე კონკრეტული შედეგი, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა, ეს არის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და ზოგადად კაპიტალის ბაზრის მიმართულება. საინვესტიციო ფონდების კანონი, ერთ კვირაში წარედგინება მთავრობის სხდომას განხილვისთვის და შემდგომ პარლამენტში გაგზავნისთვის. განსაკუთრებული, რაც კანონს ახასიათებს და მნიშვნელოვანია, ეს არის საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები, რომლებიც საინვესტიციო ფონდებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება და ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მათ შორის საინვესტიციო ფონდების კუთხით," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system