თავში

გადამუშავებულია 2 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი

გადამუშავებულია 2 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი,შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „გსქ კულა“ იმყოფებოდა, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო.

„გსქ კულა“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული კომპანიაა.

„დღეისათვის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 9 კომპანიის მიერ გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც რომ, წლიდან წლამდე უმჯობესდება ქართული გადამმუშავებელი სექტორის მდგომარეობა, ხდება ტექნიკური გადაიარაღება და ავტომატიზაცია. რაც ერთის მხრივ პროდუქციის თვითღირებულებას აიაფებს და კონკურენტუნარიანს ხდის, მეორეს მხრივ ზრდის სტანდარტებს, რომლითაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შედის მსოფლიო ბაზრებზე,“ -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა

კომპანიის დირექტორის ივანე გოგლიძის განცხადებით, „გსქ კულა“ პროგრამის დაწყებიდან ჩაერთო ვაშლის ჩაბარების პროცესში. უკვე მიღებული და გადამუშავებულია 700 ტონაზე მეტი ვაშლი. საწარმო იბარებს როგორც არასტანდარტულ ისე სტანდარტულ ვაშლს. კომპანიას დღე-ღამეში 200 ტონა ნედლეულის გადამუშავების სიმძლავრე გააჩნია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან. 

შეგახსენებთ, წელს ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღებია გაშენებული.

ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში სახელმწიფო ეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system