თავში

გადასახადის გადამხდელებს საშემოსავლო გადასახადის შეღავათი უგრძელდებათ

გადასახადის გადამხდელებს საშემოსავლო გადასახადის შეღავათი უგრძელდებათ
გადასახადის გადამხდელებს საშემოსავლო გადასახადის შეღავათი უგრძელდებათ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, გადასახადის გადამხდელებს დამატებით ექვსი თვით უგრძელდებათ შეღავათი საშემოსავლო გადასახადში.

ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში აცხადებენ. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, დამქირავებელი უფლებამოსილია ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი.

"2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდა ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია ქონება, რომლის დეკლარირება საგადასახდო კოდექსით 2021 წელს არის გათვალისწინებული: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები ან/და დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები," - განმარტავენ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system