თავში

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობას გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობას გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს
გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობას გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

გადასახადის გადამხდელთა კავშირი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კავშირი მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე წერს.

ორგანიზაციის განმარტებით, გადასახადის გადამხდელები სწორედ იმ ფუნდამენტს წარმოადგენენ, რომელზეც დგას როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე მისი სოციალური თუ ჯანდაცვითი შესაძლებლობები. შესაბამისად, ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკის განსაზღვრა, ჯანდაცვის სისტემის ორგანიზებასთან ერთად, უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს, სხვაგვარად შეუძლებელია მოვახდინოთ დაფინანსების გადაუდებელ საჭიროებებზე მიმართვა. 

"საზოგადოებისა და ხელისუფლების სრული სოლიდარობის პერიოდში, ჩვენ მოთმინებით ველოდით მთავრობის მხრიდან სწრაფ და ბიზნესის მხარდასაჭერად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დრომდე მკაფიო ორიენტირები ჯერ კიდევ არ იკვეთება. ასევე, გაურკვეველია სწორედ ამ 24,2 მილიონი ლარის გახარჯვის სქემაც, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ არის არა ბიუჯეტის ნაწილი, არამედ, ამ ქვეყნის მოქალაქეების სრულიად უანგარო შემოწირულობა იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ვირუსის დამარცხება და ქვეყნის გამოყვანა ღრმა კრიზისიდან.  ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ფონდში აკუმულირებული თანხების ასათვისებლად პრიორიტეტების განსაზღვრას არ უნდა ახდენდეს მხოლოდ მთავრობა ერთპიროვნულად, არამედ ეს უნდა მოხდეს სწორედ შემომწირველთა აქტიური მონაწილეობით, რათა სამართლიანად და მიზანმიმართულად მოხდეს როგორც ხარჯვის მიმართულებების განსაზღვრა, ასევე რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები", – აღნიშნულია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system