თავში

გადავადდება თუ არა ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება

გადავადდება თუ არა ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება
გადავადდება თუ არა ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება

ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების გადავადებას 2021 წლის ივნისამდე სთავაზობს.

საკანონმდებლო ორგანოში ანტიდემპინგური კანონის ინიცირებაშარშან მოხდა, თუმცა დეპუტატებს კანონპროექტი ამ დრომდე არ განუხილავთ.

იქიდან გამომდინარე, რომ გადაიდო განხილვები, რეალურად არ იქნა გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში და კონკურენციის სააგენტოს არ გააჩნია ბიუჯეტი, რომ წელს დაიწყოს ამ კანონის აღსრულება. იცით, რომ გამოწვევად რჩება ახალი სამსახური, რომელიც დეპარტამენტის სახით უნდა შეიქმნას და განახორციელებს მოკვლევას და შესაბამისი დასკვნების დადებას. ამისთვის საჭიროა ახალი პერსონალის აყვანა, მათი დატრენინგება. ასევე, კანონპროექტით წარმოდგენილია, რომ გამოკვლევის და განცხადების წარდგენის წესი და პროცედურები გარდამავალ პერიოდს საჭიროებს. გვინდა, რომ წინადადებით შემოვიდეთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდიც, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ვერ მოხდება ამის მიღება, წლის ბოლოს გადაიწიოს, ანუ 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნას კანონქვემდებარე აქტები მიღებული. შემდეგ უკვე როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდება მოხდება ახალი პერსონალის აყვანა და დატრენინგება. ამიტომ გთავაზობთ 2021 წლის პირველი ივნისიდან განისაზღვროს კანონპროექტის ძალაში შესვლა”, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სსიპ - კონკურენციის სააგენტო იქნება. უწყებამ ახალი სტრუქტურული ერთეული უნდა შექმნას.

ცნობისთვის, დემპინგი არის პროდუქტის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე, შიდაბაზრის ფასებთან შედარებით, ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც კი. ბიზნესი მას, როგორც წესი, მიმართავს კონკურენტების განდევნის მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system