თავში

გადავადდება თუ არა სესხები კიდევ ერთხელ

გადავადდება თუ არა სესხები კიდევ ერთხელ
გადავადდება თუ არა სესხები კიდევ ერთხელ

მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიათან კომენტარი გააკეთა.

როგორც საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა შეხვედრაზე 2 მთავარ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ნომერ პირველია ის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი მოთხოვნები. მეორე კი არის ის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ ბიზნესი ითხოვს 6 თვის ვადით გადავადდეს სესხები და გახანგრძილვდეს საგადახადო შეღავათები.

მისი თქმით, შეხვედრას წამყვანი ბანკების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება.

სესხების გადავადებაზე ბანკებთან მთავრობის შუამდგომბლობას ითხოვს სარესტორნე ბიზნესიც. იგივე მოთხოვნა აქვს საოჯახო მარნებსაც.

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება არის ერთ-ერთი იმ 5 მოთხოვნიდან, რომლითაც დღეს პრემიერ გახარიას მსხვილმა ბიზნესასოციაციებმა მიმართეს. 

"იმ შემთხვევაში თუ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს სესხების რესტრუქტურიზაციის სურვილი ექნებათ და ბანკებს მიმართავენ, კომერციული ბანკები მზად არიან სესხები კვლავ გადაავადონ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თვის დასაწყისში განაცხადა.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი რომ სესხები მესამედ აღარ გადავადდება. საუბარია საყოველთაო გადავადების მესამე ტალღაზე. ეროვნული ბანკის განმარტებით, ბანკები კლიენტებთან ინდივიდუალურ პირობებზე იმუშავებენ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მთავრობის შეამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხები 2-ჯერ სამი თვით გადაუვადა.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system