თავში

გადავადებული ტექდათვალიერების ვადა იწურება

გადავადებული ტექდათვალიერების ვადა იწურება
გადავადებული ტექდათვალიერების ვადა იწურება

იმ მძღოლებს, რომელთაც ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუვადდათ, ტექდათვალიერების ვადა 21 ივლისს ეწურებათ. ამის შესახებ  report.ge-ს „გრინვეიში“ განუცხადეს.

ინფორმაცია მთავრობის ცხელ ხაზზე 144-ზე გადავამოწმეთ, სადაც აგვიხსნეს, რომ ტექსინსპექტირება ყველასთვის სავალდებულო გახდა 22 მაისიდან. რაც შეეხება "გრინვეის" განცხადებას, ცხელ ხაზზე report.ge-ს განუმარტეს, რომ, შესაძლებელია, ტექინსპექტირების კომპანიები თავად უწესებენ შეღავათებს ავტომანქანების მძღოლებს.

ცხელი ხაზის პასუხი report.ge-სთვის არადამაჯერებელი და ბუნდოვანი აღმოჩნდა და დეტალების გასარკვევად ამჯერად და ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციას მივმართეთ.

ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა იორდანაშვილმა აგვიხსნა, რომ ტექინსპეტირება ყველასთვის სავალდებულოა 22 მაისიდან, თუმცა მათ, ვისაც პერიოდული ტექდათვალიერების გავლა უწევდათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს, ანუ 22 მარტიდან 22 მაისამდე პერიოდში, ტექინსპექტირების ვალდებულება გადაუვადდათ  2 თვით, 22 ივლისამდე. ყველა დანარჩენი ავტომობილი ტექინსპეტირებას გაივლის მისთვის დადგენილი საყოველთაო გრაფიკით.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში report.ge-ს განუმარტეს ასევე  მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ დამტკიცებული დადგენილებაც, რომლითაც ტექინსპექტირებაში გარკვეულ ცვლილებები შევიდა.

მათი ცნობით, ავტომობილების საბურავების ასაკზე შეზღუდვა დაწესდა და ათ წლამდე ასაკის ავტომობილების საბურავების ექსპლუატაცია დაშვებულია. ხოლო 10 წელზე ზემოთ დაუშვებელია, შესაბამისა, ტექინსპექტირებისას ასეთი ავტომობილები დახარვეზდება.

მათივე ცნობით, თუ საქარე მინაზე ავტომობილს გააჩნია არაუმეტეს სამი წერტილოვანი დაზიანება არაუმეტეს 5მმ ზომისა, ამ ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა მას ეძლევა მომდევნო ტექინსპექტირების ვადის ამოწურვამდე.

ასოციაციის განმარტებით, იმპორტირებული მანქანებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას 1 ივლისიდან გაივლიან,  სავალდებულო მოთხოვნა იქნება გამონაბოლქვის ცხელ მდგომარეობაში 05:03 კატალიზატორის ქონა. ვაჟა იორდანაშვლი ამბობს, რომ ეს სტანდარტი მოქმედებს ევროპაში და ევროპული სტანდარტი გამონაბოლქვზე საქართველოშიც სავალდებულო გახდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system