თავში

,,გადავწყვიტეთ 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები"- ლევან ქოქიაშვილი

,,გადავწყვიტეთ 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები"- ლევან ქოქიაშვილი
,,გადავწყვიტეთ 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები- ლევან ქოქიაშვილი

სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებმა მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი წერს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნები მუშაობას 6 თებერვალს განაახლებენ.

,,სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი", - წერს ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system