თავში

გაძვირდება თუ არა ხორბლის ფქვილი საქართველოში

გაძვირდება თუ არა ​ხორბლის ფქვილი საქართველოში
გაძვირდება თუ არა ხორბლის ფქვილი საქართველოში

ხორბლის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთის ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდას ფქილის ღირებუელებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება არ შეუძლია.

„ ჩვენ ფასს ვითვლით ფოთის პორტის პირობებში. თუ 1 თვის წინ 1 ტონა ხორბლის ფასი 207-208 დოლარი იყო, დღეს არის 215 დოლარი, შესაბამისად ზრდა არის დაახლოებით 5, 7, 8 დოლარის ფარგლებში, თუმცა ფაქტიურად ხორბლის მოსავლის აღების დასაწყისში, ანუ ივნის-ივლისში 1 ტონა ხორბლის ფასი 215 დოლარი იყო, შემდეგ ეს ფასი წამოვიდა ქვემოთ და 207 დოლარამდე დაიწია. ახლა უბრალოდ ისევ ავიდა ზევით. ფაქტობრივად დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც იყო პირველი ივლისისთვის. ჩვენ დაახლოებით 1.5 – 2 თვის მარაგები გვაქვს, რომელიც 207-208 დოლარში გვაქვს აღებული. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მთავარ ხორბლის საიმპორტო ბაზარზე კვლავ მოხდა ხორბლის ფასის ზრდა, ფაქტიურად ეს მყისიერად კი არ დაეტყობა ამას, არამედ გაძვირებული ხორბალი, რომელიც შემოვა საშუალო შეწონილ ფასად შეერევა იმ ხორბალს, რომელიც იყო მანადმე უფრო იაფი, შესაბამისად მდორედ შეიძლება ამის გადატანა. ხორბლის ფასის დრამატული ცვლილება მათ შორის რუსულ ხორბალზე, წესით არ უნდა იყოს ისეთი, რომ დრამატულად აისახოს ფქვილის ფასზე“, - განმარტავს ლევან სილაგავა და დასძენს, რომ1 ტომარა ფქვილის გასაყიდი ფასი წიქვილკომბინატებიდან დაახლოებით 50-51 ლარია.

სილაგავა უმნიშვნელოვანესად მიჩნევს დივერსიფიცირების საკითხის წამოწევა. მისი განმარტებით, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი თავისი ინსტრუმენტებით, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლებელი იყოს ხორბლის შემოტანა. 

"გასულ წელს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროდან ყაზახეთთთან გვქონდა მოლაპარაკება და მათ გააკეთა ის, რომ 50%-ით დაასუბსიდირებს ხორბლის ტრანსპორტირება, თუმცა ეს ხორბალი ვერ შედის რუსულ ხორბალთან კონკურენციაში ფასის გამო. თუმცა გასულ წელს 80 000 ტონა ხორბალი შემოვიტანეთ და წელსაც მათთან ხორბლის აღება სექტემბრიდან დაიწყება, ველოდებით სასტარტო ფასს. თუ ფასი იქნება ისეთი, რომ კონკურენციაში შევიდეს რუსულ ხორბალთან, მაშინ წელსაც ვიყიდით ყაზახურ ხორბალს. გარდა ამისა აშშ-ს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს მოხდა 30 000 ტონა ხორბლის შემოტანა აშშ-დან, რაც წელსაც არის განსაზღვრული 30 000 – 50 000 ტონა ხორბლის შემოტანა, გვაქვს ასევე ქართული ხორბალი, რომელიც ძალიან ცოტაა“, - განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რუსული ხორბალი გაძვირდა. იმის გამო, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე გაზრდილია, ცნობისთვის, საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე გაზრდილია, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მალე საქართველოში პურ გაძვირდება, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ პურის ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system